უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც კიევი-თბილისის რეისს ასრულებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა.
აღნიშნული რეისის მგზავრების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის დაშვება მფრინავმა უამინდობის გამო ვერ შეძლო, რის გამოც ისინი ქუთაისში გადაიყვანეს.
მგზავრების ნაწილმა დედაქალაქის მიმართულებით თვითმფრინავით მგზავრობაზე უარი თქვა, უმეტესობა კი რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით გაფრინდა.
ამ დროისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს თვითმფრინავების მიღება შეფერხების გარეშე შეუძლია.