ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის კულტურის სახლში “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. 68 ქულით ეს ტიტული ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ხომერიკმა მოიპოვა, მან დროში აჯობა, თხინვალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ სირაძეს, რომელმაც, ასევე, 68 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეინტიგი ასე გამოიყურება: გურამ ცეცხლაძე, ლიხაურის საჯარო სკოლა _ 67 ქულა; ნოდარ მოისწრაფიშვილი, მელექედურის საჯარო სკოლა _ 66 ქულა; მელორ გოგიტიძე, ურეკის საჯარო სკოლა _ 65 ქულა; ლანა ვასაძე, მერიის საჯარო სკოლა _ 64 ქულა; გიორგი ხითარიშვილი, შრომის საჯარო სკოლა _ 64 ქულა; გოჩა რამიშვილი, გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლა _ 63 ქულა; ქუჯი ბოლქვაძე, შრომის საჯარო სკოლა _ 60 ქულა. – ამის შესახებ ინფორმაცია ეტალონის ვებგვერდზე ვრცელდება.
გამარჯვებული ქეთევან ხომერიკი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ფინალში მიიღებს მონაწილეობას.