წუხელ, ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია.
21 წლის კუკური მორთულაძე სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. როგორც მისმა ახლობლებმა გვითხრეს, სასტუმროში სავარჯიშოდ იყო მისული:
_ სპორტსმენი იყო და სასტუმროში სავარჯიშოდ ხშირად დადიოდა. არ ვიცით რა უნდა ვთქვათ. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. სტიქაროსანი, პერსპექტიული სპორტსმენი. მთელი სოფელი დამწუხრებულია, _ გვითხრეს მისმა ახლობლებმა.
მათივე ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი სოფელში რამდენიმე საათში უნდა მიასვენონ.
ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოტქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.