გუშინ, ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს 21 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა გიორგი (კუკური) მორთულაძე ემსხვერპლა.
გიორგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა.
ორი წლის წინ სამრევლო სკოლა დაამთავრა და სწავლა ბათუმში განაგრძო.
გიორგი სტიქაროსანი და ხატმწერი იყო.
მისი ახლობლების ინფორმაციით, სასტუმროში სავარჯოშოდ იყო მისული.
ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოტქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.