ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 21 წლის ჩოხატაურელი ახალგაზრდა ემსხვერპლა მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს:
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, თითოეული ჩოხატაურელი, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ბათუმში, სასტუმრო ,”ლეო გრანდში” განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.
მით უფრო, რომ გარდაცვლილთა შორის არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, გიორგი მორთულაძე.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ვუცხადებთ თანადგომას” _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე: ვინ იყო ჩოხატაურელი ახალგაზრდა, რომელიც “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა