შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში.


































































