ფეხით მოსიარულეთა “ხელოვნების ხიდი” პარიზში (და კიდევ 8 ხიდი სენაზე და 3 ხიდი სენ-მარტენის არხზე) “სიყვარულის სიმძიმეს” ვეღარ უძლებს – მთელი მსოფლიოდან ჩამოსული შეყვარებულები ხიდებზე დღეში ასობით “სიყვარულის ბოქლომს” ტოვებენ სამუდამო ერთგულების ნიშნად.
მილიონობით ბოქლომის წონა უკვე ათობით ტონაა.
ამიტომ მოაჯირმა ჩამოშლა დაიწყო… პარიზელები პლაკატებს ფენენ – “სიყვარულის ბოქლომებს – არა!” პარიზის მერი კი მიჯნურებისთვის სხვა ადგილს ეძებს.