საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუნას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრი, ფრაქცია ,,კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია გამოეხმაურა.
ბუკია აკრიტიკებს საკონსიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციით საქართველოში მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, ასეთი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, გარდა გერმანიისა, ევროპის კონტინენტის არც ერთ სახელმწიფოს არ ახსოვს.
,,დეკრიმინალიზაცია სერიოზულად გაზრდის საქართველოში მარიხუანას მოხმარებას. აქამდეც არ გვქონდა სახარბიელო სიტუაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ახლა, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეიქმნება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა. ასეთი მძიმე გადაწყვეტილება ევროპის კონტინენტის არც ერთ სახელმწიფოს ახსოვს. ერთადერთი გამონაკლისი იყო გერმანია, სადაც სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად ძალოვან სასამართლოს დისკრეციის უფლება დაუტოვა.
გერმანიის სასამართლომ თქვა, მარიხუანას მოხმარება ითვლება დანაშაულად, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში სასამართლო განიხილავს საქმეებსო. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო, რისი უფლებაც, ვფიქრობ, არ ჰქონდა. ქვეყანაში საშიშროებაა იმისა, რომ დიდი რაოდენობით გამოიყენებენ ადამიანები მარიხუანს, რაც პირველ ნაბიჯია უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადასვლის, რაც არა ერთი ექსპერტის მიერ არის დამტკიცებული. აღსანიშნავია, რომ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლების 98%-მა მძიმე ნარკოტიკების მოხმარება, მარიხუანას შემდეგ დაიწყო“ _ განაცხადა ბუკიამ.
შედახსენებთ, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2015 წლიდან გაუქმდა, თუმცა მაშინ გადაწყვეტილება 70 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას ეხებოდა. 2017 წლის 30 ნოებერს საკონსტიტუციოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი მომხმარებელს პასუხისმგებლობა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაეკისრება.