ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ,,გურია ნისთან“ საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უმკაცრესად უნდა იყოს განსაზღვრული.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ და არა გარე შემომწირველებიდან:
,,დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისთვის გარკვეული კრიტერიუმები უნდა არსებობდეს. პოლიტიკური პარტია კი, რომელიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს მხოლოდ ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს და არა პარტიის წევრებისგან, რომელიც ფულს საკუთარ პარტიებს სწირავენ. არსებითია, რომ პარტიები ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პოზიციაზე იდგნენ.
არა მატრო პოლიტიკური პარტიების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაც უნდა აიკრძალოს და ისინიც სახელმწიფოსგან უნდა ფინანსდებოდნენ. კანონი არა იდეის თვალსაზრისით, არამედ კრიტერიუმების თვალსაზრისით არის დასახვეწი და ყველა გარე პოლიტიკური დაფინანსება, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღოს უმკაცრესაც უნდა იყოს განსაზღვრული“ _ გვითხრა გიორხელიძემ.