კომპანიამ _ Tesla Inc. წარმოადგინა ელექტრო სატვირთო ავტომანქანის პროტოტიპი Tesla Semi.
უზარმაზარი ვერცხლისფერ-რუხი სატვირთო ავტომაქანის პრეზენტაცია, კალიფორნიაში, პირდაპირ ეთერში გაიმართა.
კომპანიის ხელმძღვანელმა ელონ მასკმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ელექტრო სატვირთო ავტომანქანის შექმნა კიდევ ერთი ნაბიჯია იქეთკენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა ნავთობისგან გათავისუფლდეს.
Tesla Semi-ს ერთი დატენვით 800 კილომეტრის გავლა შეუძლია. ტვირთის გარეშე იგი 100 კილომეტრს 5 წამში ავითარებს.
აღსანიშნავია, რომ Tesla Semi აღწურვილია ავტოპილოტით.
Tesla Semi-ს სერიული წარმოება 2019 წლიდან იგეგმება.
ამ სატვირთო ავტომანაქანის პრეზენტაციაზე Tesla Inc-მა წარმოადგინა, აგრეთვე, წითელი ფერის სპორტული როდსტერი, რომელიც 100 კილომეტრს 1,9 (!!!) წამში ავითარებს.