კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის უფლებადამცველები და მხარდამჭერები.
როგორც სააგენტო LIGA.net-ი იუწყებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.
იმ ბინასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ, თუმცა მათ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ უშვებს.
უცნობია სპეცრაზმის მობილიზების მიზეზი.