ტაილანდში სპილოების ეროვნულ დღეს აღნიშნავენ.
სპილო ქვეყნის სიმბოლოა და წმინდა ცხოველად ითვლება, მაგრამ ბრაკონიერებისა და ტყეების გაჩეხის გამო, მათი პოპულაცია დღითი დღე მცირდება.
სპილოების სახელობის დღესასწაული ბანგკოკიდან ჩრდილოეთით, 76 კილომეტრით დაშორებულ სოფელ აიუტაიაში იმართება.
ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ ცხოველების სახელით მარტო ადამიანები კი არ ერთობიან, არამედ თვითონ სპილოებსაც უმასპინძლდებიან ნუგბარით – სიმინდით, საზამთროთი, ბანანებით, ანანასით და სტაფილოთი.
წელს დღესასწაულში 75 სპილო მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, ეკოლოგები სამართლიანად გამოთქვამენ საყვედურს, – ამ გოლიათ ცხოველებზე ზრუნვას წელიწადში მხოლოდ ერთი დღე არ უნდა ეთმობოდესო.