მზად ვარ, მივიღო გამომძიებელი აქ, ბანაკში, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იური ლუცენკოს უკრაინის გენერალურ პროკურორად არ მიიჩნევს და დაკითხვაზე არ გამოცხადდება.
„დღეს დილით კვლავ პროვოკაცია მოახდინეს. როგორც ვიცი, ისინი ჩემს კარავში შესვლას ცდილობდნენ და შეეშალათ კარავი. სამწუხაროდ ეს ადამიანები ჩემს გამო დაზარალდნენ. გუშინ ლუცენკო იტყუებოდა. დეპუტატის წინააღმდეგ აღძრეს საქმე იმის გამო, რომ მათ ვითომ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. გაუნათლებელ ლუცენკოს იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი აქვს. ი
ს ნაცნობობით გახდა უკრაინის გენერალური პროკურორი. ის გასცემს ბრძანებებს, რომლებიც უკანონოა. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელმა გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე უკრაინის ე.წ. გენპროკურორმა. მე არ გამოვცხადდები ცრუ გენერალურ პროკურორთან, ის ოროსანია. ის არალეგიტიმურია. მე ის უკრაინის გენპროკურორად არ მიმაჩნია. მას არ აქვს იურიდიული განათლება. არ აქვს ღირსება და ნამუსი. მე მზად ვარ, მივიღო გამომძიებელი აქ, ბანაკში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
1tv.ge