თბილისში, მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას იტხოვენ, ინცინდეტი მოხდა.
აქციის მონაწილეები იქ მისულ “პატრიოტთა ალიანსის” წევრს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ემზარ კვიციანს დაუპირისპირდნენ. როგორც გაირკვა, აქციის მონაწილეებს კვიციანი მმართველი გუნდის წარმომადგენელი ეგონათ.