მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კვირაში ორჯერ, მოქალაქეებთან შეხვდრას გამართავს. აღიშნული განცხადება კახა კალაძემ, მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთ.
დედაქალაქის მერის თქმით, მერიასა და მოქალაქეებს შორის კორდინაციის გამარტივების მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც თბილისელების პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს.
„ყოველდღიურად დედაქალის მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის უამრავი განცხადება. ასევე, ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, ბევრი პირადადაც მიკავშირდება ფეისბუქზე, მერიის ფეისბუქზე უამრავი მოთხოვნაა. ბუნებრივია, ფიზიკურად არ მეყოფა დრო იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს შევხდე. არ მინდა, რომელიმე მათგანი დამრჩეს უკმაყოფილო ან განაწყენებული და მინდა სწორი ფორმა მიეცეს ამ ყველაფეს, ასევე, იმისთვის , რომ მერიისა მოქალაქეების კორდინაცია კიდევ უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი. ეს ჯგუფი კვირაში ორჯერ შეხვდება მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რაზეც, ჩვენი სამსახურების კომპენტეციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოხდება“, _ განაცხადა კახი კალაძემ.
მოქალაქეეთან შეხვედრები მომავალი კვირიდან დაიწყება და ხუთშაბათს, 10:00 სთ-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 13:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გაიმართება.