ოზურგეთში, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ” გურიის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანი რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა, როლისა და ფუნქციების გაცნობა იყო. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიაზე. როგორც პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, „პროექტის ფარგლებში გახორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 80-ამდე გრანტი, სულ მცირე, 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის ქვეყნის მასშტაბით.”
ღონისძიება ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის მიერ, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსდა.