ოზურგეთის მუნიციპალიტეტიის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც დღის 2 საათზე დაიწყო, ჯერჯერობით, არ დასრულებულა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
სხდომა ხმაურიანი აღმოჩნდა. დღის წესრიგით გათვალისწინებულმა პირველმა საკითხმა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობითი სარგოების განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ხმაური გამოიწვია.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ წარმოდგენილი სახით საშტატო ნუსხის დამკიტიცებაზე.
“თუ თქვენი კომპეტენციაა საშტატო ნუსხის შედგენა, ჩვენს კომპენტეციაში შედის დამტკიცება, _ თქვა “ქართულო ოცნების“ დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა.
ამ წუთებში დეპუტატები და მერიის თანამშრომლები მოლაპარაკებებზე გავიდნენ და ამის გამო საკრებულოზე შესვენება გამოცხადდა.