ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმა, რომელსაც დამოუკიდებელი დეპუტატი ქალაქ ოზურგეთში _ ლევან მგელაძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციის წევრები კი გურიანთის დამოუკიდებელი დეპუტატი მაია ზოიძე და ასევე, ევროპული საქართველოს ოზურგეთის ლიდერი მიხეილ გოგოტიშვილი იქნებიან.
ჩვენი ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მიხეილ გოგოტიშვილი მოიაზრება.
როგორც ლევან მგელაძე ამბობს, ფრაქცია პარიტეტულ რეჟიმში აპირებს მუშაობას.