ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, ახლა თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს.
კურორტზე, სადაც ამ წუთებში გერმანელი ტურისტები იმყოფებიან, ახლაც ინტენსიური თოვს.
კურორტის ადმინისტრაციის თქმით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ზვავი ჩამოწვა, თუმცა ამას ტურისტებისთვის, რომლებიც ექსტრემალური გართობით არიან დაკავებულები, პრობლემები არ შეუქმნია.
“ბახმაროს” ადმინისტრაციის განმარტებით, კურორტზე ასვლა მხოლოდ სპეცტექნიკითაა შესაძლებელი. ისინი მოუწოდებენ ტურისტებს, რომ დამოუკიდებლად არ იმოქმედონ და იმ შემთხვევაში, თუ ბახმაროში ასვლის სურვილო გაუჩნდებათ, კურორტის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ.
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე ზამთარია ბახმარო ტურისტებს მასპინძლობს. მიუხედავად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობისა, უცხოელ ტურისტებს გურიის მაღალმთიანი კურორტის თოვლის ხარისხი და მდებარეობა ძალიან მოსწონთ.