უხვი ნალექის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მეწყერი ჩამოწვა. რამდენიმე საათის განმავლობაში გზაც იყო გადაკეტილი.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ოსიკო თოთიბაძის თქმით, ამ დროისთვის გომის გზაზე მოძრაობა აღდგენილია. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.