მასაჩუსეტსელი ფოტოგრაფი ქურდბაცაცა თოლიების მორიგ თავხედობას წააწყდა – მათი სამიზნე უზარმაზარი ე.წ. კუზიანი ვეშაპი აღმოჩნდა!
“ყოველ სეზონზე მე და ჩემი მეუღლე კარჭაპიდან ვადევნებთ თვალს კუზიანი ვეშაპების სადილობას. წყლის სიღრმიდან ზედაპირზე სწრაფად ამოყვინთვის დროს ისინი პირს ფართოდ აღებენ, რათა რაც შეიძლება მეტი თევზი მოხვდეს მათ ხახაში. თოლიები კი გაფაციცებული ელიან გოლიათის ამოყვინთვას, რათა დააცხრნენ და თევზი მოჰპარონ.
მე და ჩემს ცოლს ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ წელს მეტისმეტად გათავხედდნენ – ისინი უზარმაზარი ხახიდან სულ რამდენიმე მილიმეტრში ახერხებენ მანევრირებას”, – ამბობს ფოტოგრაფი.