თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
“დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, _ აღნიშნულია განცხადებაში.