შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობების შეცვლის გამო, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს. „მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა იზრდება.
9 დეკემბრიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და თბილისის ფილიალები იმუშავებენ ყოველდღე, 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 11 დეკემბრიდან რეგიონების ფილიალები, ასევე, გადავლენ საგანგებო რეჟიმზე და მოქალაქეებს მოემსახურებიან შაბათს, 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას _ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე“, _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა ეკარგება. ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.