REUTERS-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინელები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღიარებენ.
როგორც ცნობილია, ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალად ცნობას შეეხება, პალესტინელები უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციები კი ძალადობაში გადაიზარდა.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით არეულობისა და ძალადობის გარეშე“,_განაცხადა ლიბერმანმა.
ამავე თემაზე:
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის საკითხს პალესტინელები აპროტესტებენ