ლიბანში, ბეირუთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და აქციაზე შეკრებილ ხალხს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალად ცნობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
გავრცელებული ცნობით, პროტესტანტებმა ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის დროშები დაწვეს. სამართალდამცავებმა კი მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ბეირუთში პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე ჯგუფი საჯარო საპროტესტო აქციებს გეგმავს. შესაძლოა გამოსვლა 10 დეკემბერს შედგეს.დემონსტრაცია შესაძლოა ძალადობაში გადაიზარდოს. მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს თავიდან აიცილონ ყველა საპროტესტო აქცია“,_ნათქვამია განცხადებაში.