8 დეკემბერს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
წარმოდგენილ დღის წესრიგში მომხსენებელმა ლაშა თავაძემ დეპუტატებს ის კონკრეტული თანამდებობები გააცნო, რაც ნუსხაში ცვლილებების სახით შევა.
როგორც მან აღნიშნა, დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ, სხვადასხვა სამსახურებში მეოთხე რანგის თანამშრომელთა დამატება მოხდება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული წინა სხდომაზე დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში.
ცვლილებების შესაბამისად, მერიას კიდევ 10 შტატი დაემატება, მათ შორის: 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში _ მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა. 2. საქმის წარმოების განყოფილებაში _ მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა. 3. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურში _ ქონების მართვის განყოფილებაში _ მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა. 4. სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილებაში _ მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის თანამდებობა. 5. განათლებისა და გენერალურ საკითხთა განყოფილებაში _ მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა. 6. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილებაში _ მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა. 7. კომუნალური სერვისების განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილებში _ მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა. 8. სოციალურ საკითხთა განყოფილებაში _ მოთხოვნა იყო მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე. 9. ზედამხედველობის განყოფილებაში _ მეოთხე რანგის სპეციალისტის თანამდებობა. 10. სამხედრო გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში იყო მეოთხე რანგის თანამდებობა.
ცვლილებები შეეხო, ასევე, დამლაგებლის საშტატო ნუსხას, რომელიც გაიზარდა ორი თანამშრომლით: წარმოდგენილი იყო ხუთი დამლაგებელის თანამდებობა, ვინაიდან მერიაში იყო ორი, აქედან გამომდინარე, მოხდა მისი რაოდენობაში გაზდა და სულ იქნება შვიდი დამლაგებელი.
სხდომაზე დეპუტატმა ლევან ნინიძემ საკრებულოს დეპუტატების სახარჯო თანხების გაზრდის ინიციატივა დააყენა.