შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული დ.ყ. ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“, სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.