თბილისის მერიაში აუდიტის სამსახური რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, სახელმწიფო აუდიტის განვითარების სტრატეგიის წარგენაზე განაცხადა.
“დედაქალაქის მერიაში, მიმდინარე შემოწმება დამამთავრებელ სტადიაშია და დასკვნა ძალიან მალე დაიდება”, _ განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა





































































