პროექტი _ ,,საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“, _ გაიხსნა.
დაძმობილების პროგრამა, რომლის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითადი პარტნიორია ლიტვიის რესპუბლიკა, თანაპარტნიორები კი გერმანია და პოლონეთი არიან.
პროექტის მიზანს, ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სიღრმისეული შესწავლა და მისი ევროკავშირის მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანს წარმოადგენს. ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში წინასწარი რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრებს განსაზღვრავს.
პროგრამის ფარგლებში, ფართოზოლოვან მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და უნივერსალური მომსახურეობით უზრუნველყოფის მიზანშეწონილობის შესწავლა მოხდება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელის, პროექტის ხელმძღვანელის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, პროგრამა, სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის სამართლებლივ ბაზას, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.
,,ტვინინგის ანუ დაძმობილების პროექტი, საქართველოს საკომუნიკაციო საკანონმდებლო ბაზის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. 18-თვიანი პროექტი მრავალ კომპონეტიანია, რომელიც სხვადასხვა კომპონეტს მოიცავს, მათ შორის ნორმატიულ და სამართლებრივ ბაზებს, ასევე, კონკრეტულ საკითხებს სატელეკომუნიკაციო სისტემების განვითარებას და მომსახურეობას“, _ განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
პროექტის ხელმძღვანელის, ლატვიის რესპუბლიკის მხრიდან ფელიქსას დობროვოლსკისის განმარტებით კი, მნიშნელოვანია შეიქმნას ქართული ბაზარი, სადაც ყველა კომპანიას, თანაბარი პირობები შეექმნება
„პროექტის მთავარი ამოცანა, მარეგულირებელმა კომისიამ გააუმჯობესოს მარეგულირებელი ჩარჩო და შექმნას ქართულ ბაზაზე ყველასთვის თანაბარი პირობები. ევროკავშირის ქვეყნებს გვაქვს გამოცდილება და ვეცდებით, რომ გავუზიაროთ ქართველ კოლეგებს, რათა დაცული იქნას მომხარებელთა უფლებები“, _ აღნიშნა ფელიქსას დობროვოლსკისსმა.