თურქეთი მიიჩნევს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მსოფლიოსთვის დაუსრულებელი ცეცხლის გახსნას ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაწუყებლის ინფორმაციით, თურქეთმა, ისლამური სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ მუსულმანურმა ერებმა უნდა აიძულოს მსოფლიო, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალად სცნონ.
„პირველ რიგში პალესტინა, როგორც სახელმწიფო უნდა აღიაროს ყველა ქვეყანამ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვცადოთ. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, რომ აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და აღმოსავლეთ იერუსალიმი მის დედაქალად 1967 წლის საზღვრების საფუძველზე“, _ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.
როიტერის ცნობით, 50-ზე მეტი მუსულმანური ქვეყნის ლიდერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალად ცნობის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან 1 კვირის შემდეგ შეიკრიბა.