კალიფორნიაში ხანძრის ჩაქრობას ისევ ცდილობენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, ხანძრის შედეგად 1 კვირის განმავლობაში 690 სახლი დაიწვა.
7 000-მდე მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს, მაგრამ კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლთან ბრძოლა რთულია.
არსებობს შიში, რომ ქვეყნის ისტორიაში მეხუთე ყველაზე დიდი ხანძარი სერიოზულ ზიანს მიაყენებს კალიფორნიის მრავალ მილიონიან სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას.
ამავე თემაზე: კალიფორნიაში მორიგი მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა
ხანძარი კალიფორნიაში მრეწველობას საფრთხეს უქმნის