სამხრეთ კორეამ ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ ანტიტერორისტული წვრთნების ჩატარება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფიონგჩანგში, სამშაბათს, ოლიმპიური სტადიონის წინ ჩატარებულ წვრთნაში 420-მდე პოლიციელი და მეხანძრე მონაწილეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 5 000-მდე სამხედრო იქნება განთავსებული.
ამავე თემაზე: