მეტროსადგურ „დელისზე“ მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს მომხდარის შესახებ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
„მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. გამოძიება მომხდარის შესახებ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს“,_ამბობენ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.