დღეს, გირგვლიანის საქმეზე მორიგი პროცესია ჩანიშნული. თუმცა არ არის გამორიცხული სხდომა გადაიდოს. ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვაში სახაზინო ადვოკატები ჩართვაა.
გუშინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მის მიერ დაქირავებულ ადვოკატებზე: ბექა ბასილაიაზე და დავით კაკოიშვილზე უარი განაცხადა. აცილების საფუძვლად სააკაშვილმა პოლიტიკური დევნა დაასახელა. სააკაშვილს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.