“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია, შესაძლოა, გრფფ-ს ყოფილ პრეზიდენტს, კახა ებრალიძეს ჩააბაროს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსაადრე სარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს:
_ ჯერჯერობით კლუბთან დაკავშრებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ “გურიას” ხელმძღვანელს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმით შევარჩევთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო სამყაროში, ებრალიძის კლუბის ხელმძღვანელად შესაძლო დანიშვნას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ლანჩხუთელთა კლუბს პროფესიონალები ნამდვილად სჭირდება.
_ ებრალიძემ იცის ფეხბურთი, აქვს გამოცდილება და კარგი კონტაქტები. მას აქვს შესაძლებლობა “გურია” ისევ ააღორძინოს, _ აღნიშნავენ საფეხბურთო სფეროს წარმომადგენლები.