გურიაში, ქალაქ ოზურგეთში ფსიქოლოგიური მომსახურების კაბინეტი გაიხსნა, სადაც ოთხი ადამიანი იმუშავებს, აქედან ერთი _ ფსიქოლოგი ნონა მუხაშავრიაა.
“12 წელია ვმუშაობ ფსიქოლოგიად და გადავწყვიტე, რომ გამეხსენა ფსიქოლოგიური კაბინეტი. მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა დიდი იყო და ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვმუშაობ ბავშვებთან, მსხვერპლ ქალებთან, ასევე, ვთანამშრომლებ პოლიციასთან, არასრულწლოვნების დაკითხვას ვესწრები“, _ გვითხრა ფსიქოლოგმა ნონა მუხაშავრიამ.