საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს შორის დავით ნარმანია წარადგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, ნარმანიას გარდა, ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან გოჩა შონია და მაია მელიქიძე.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებულ იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, ასევე, გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო, საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება“, _ განაცხადა აბაშიშვილმა.