“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე 32 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი აღმოაჩნდა.
დაკავების ფაქტს სამინისტროს პრესსამსახურშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.