დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე, ავტოსადგომზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“პაციენტი ფირცხელაური ზვიადი კლინიკაში თანამშრომლებმა შემოიყვანეს. პაციენტს შემოსვლოსას აღენიშნებოდა მრავლობოთი ნაკვეთი ჭრილობები გულმკედრის მარცხენა ნახევარში. სულ 7 შვიდი ჭრილობა იყო, აქედან სამი აღმოჩნდა შემავალი ჭრილობა, ფილტვის დაზიანებით. პაციენტი შემოსვლისთანავე გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი კვლევა, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმის ხარისხს. პაციენტთან ელემენტარული კონტაქტი მყარდება, შესაძლებლია მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს დანით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები.” – განაცხადა კლინიკა „ოპტიმალმედის“ რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი გეგაშვილმა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.