ბრონქოლიტური თვისებების მქონე შოკოლადი ხველების დროს ნებისმიერ წამალზე უკეთ მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი. გარდა ამისა, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას და ინსულტის რისკს, აწესრიგებს წნევას, ააქტიურებს ტვინის მოქმედებას, აძლიერებს იმუნიტეტს. რაც მთავარია, ებრძვის სტრესს.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მკვიდრი ქალბატონები იშვიათად ავადდებიან ძუძუს კიბოთი. ექიმების აზრით, ამის მიზეზი არის ზეთისხილის მთავარი კომპონენტი – ზეითუნის მჟავა. ეს ნივთიერება არა მარტო ამცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს, არამედ აძლიერებს მკურნალობის ეფექტსაც.
ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ასევე ხელს უშლიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და ამცირებენ ინფარქტის რისკს.
ზეითუნის ზეთში აღმოჩენილ ნივთიერებებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება, შეუძლია ანალგინის მაგივრობაც გასწიოს. ის, ვინც სისტემატურად მიირთმევს ზეთისხილსა და ზეითუნის ზეთს, გვიან ბერდება, სახეზე ნაოჭები ნაკლებად უჩნდება.
მეცნიერების აზრით, ცრემლში შემავალი ნივთიერებები დადებითად მოქმედებენ სახის კანზე, ხელს უწყობენ მის გასუფთავებას, აქვთ ანტიალერგიული და ანთებსაწინააღმდეგო თვისებები, ხსნიან სტრესს, დაძაბულობას და აახალგაზრდავებენ ორგანიზმს. ასე რომ, არ შეიკავოთ თავი, როცა გეტირებათ… ეს ეხება ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც…