პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის მიღწევებზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მინისტრს მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ხალხთან და 2018 წელი დიალოგის წელი იყოს.
“2017 წლის განმავლობაში იყო არაერთი გამოწვევა. არაერთი წუთი და დღე გამოვიარეთ, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით 2018 წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და საერთო ძალისხმევით მივაღწევთ წარმატებებსაც. 2018 წელი გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები.
მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის, არამედ ის იქნება ღია, ძალიან გულრწფელი საუბარი პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების მოსმენა, მათი პრობლემების მოსმენა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი ხალხი ძალუიან მალე იგრძნობს და დაინახავს”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.