“ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, “ბედნიერებასთან საპროცესო გარიგება”, “ჩვენი თავმჯდომარე ფეხს როცა იჭიმავს…” _ ეს სიტყვები ისმის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკლიპში, რომელშიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან.
კლიპში მანტიამოსხმულ მოსამართლეებთან ერთად სასამართლოს აპარატის თანამშრომლებიც მონაწილეობენ.