რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” საუბრისას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ადასტურებს.
დეპუტატისვე ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე და შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმოფებიან.