ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოჯახის მეორე წევრიც გარდაიცვალა.
შემთხვევა დაბა ლაითურში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მერიიდან ლაითურისკენ მოძრავი ავტომანქანა ნაძვს შეეჯახა და ოჯახის 4 წევრი დაშავდა. დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს. მათგან ორი _ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმეს მდგომარეობაში რჩება.
ამავე თემაზე: ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში
ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა