ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძის მიერ შექმნილი სამოსით ლედი გაგა დაინტერესდა. ამის შესახებ თავად ავთანდილმა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა..
“ძალიან ბევრი სიუპრიზით აღსავსე იყო 2017 წელი, განსაკუთრებით, ბოლო თვე. სუპერ სტარმა ლედი გაგამ აირჩია ავთანდილი, როგორც დიზაინერი. მას უკვე ავთანდილის ბრენდი აცვია და ატარებს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი გარდერობი შეგვიკვეთა“, _ გვითხრა ავთანდილმა.
ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან ავთანდილ ცქვიტინიძემ თავი შეიკავა და გვითხრა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.