თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე “საქართველოს ბანკის” ექსპრესბანკზე მომხდარ შეირაღებულ თავდასხმაში დამნაშავე დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გუშინვე დააკავეს.
დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს – 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.