დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხი დაეცა.
თვითმფრინავი გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში.
მგზავრების ტრანსპორტირება სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.
ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.