სიმღერა შეიძლება მშობიარობის შემდეგი დეპრესიიდან დედებს სწრაფად გამოსვლაში დაეხმაროს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია 8 ქალიდან 1-ს ემართება.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას 134 დედა იღებდა.
აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, სიმღერა შეიძლება დაეხმაროს ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხანდაზმულ ადამიანებს, გარდა ამისა, დემენციის მქონე პაციენტებს, მაგრამ ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ორსულობის შემდეგ დეპრესიის მქონე ქალებზე ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, 6 კვირაში დეპრესიის სიმპტომები 35%-ით შემცირდა.
მუსიკალური სამეფო კოლეჯის მეცნიერების მკვლევარის, როსი პერკინსის თქმით, კვლევა მნიშვნელოვანია, რომ დეპრესიის დაძლევა რაც შეიძლება მალე მოხდეს.
„მშობიარობის შემდგომი დეპრესია დედისა და მათი ოჯახების დეჰიდრატირებაა, ჩვენი კვლევის მიხედვით, ბავშვისთვის სიმღერა მათ შეიძლება სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ დროს დაეხმაროს“_ამბობს ის.