უბედური შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მცხოვრები 31 წლის გ.კ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ ოზურგეთის ჯუმათთან დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომანქანა მოცურდა და ხიდიდან გადავარდა. გ.კ-სთან ერთად მანქანაში ისხდნენ მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. ისინი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათივე თქმით, გ.კ. საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved