ხობი-ზუგდიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავარიის დროს მანქანაში კიდევ ხუთი ძალოვანი იჯდა, მათგან ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მანქანა ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.